შპს ,,TIS“ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ავტორიზაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შპს ,,TIS“ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო, საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზნები და ამოცანები ემყარება ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობას. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს, რომელიც დროის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ცვალებადია.