იმიტირებული სასამართლო პროცესი – TIS.GE

იმიტირებული სასამართლო პროცესი

მე-9b კლასის კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში თემაზე: პოემა ,,ბედი ქართლისა’’ და ისტორიული არჩევანი. მოსწავლეებმა ისტორიული მოვლენებისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისას’’ იდეური შინაარსის ჭრილში შეაფასეს ერეკლე მეფის გადაწყვეტილება რუსეთთან დადებულ ტრაქტატთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე ბავშვებმა მოირგეს მოსამართლის, ერეკლე მეფის გადაწყვეტილების დამცველებისა და მოწინააღმდეგეების როლები, გაიმართა დებატები, განიხილეს რეალური ფაქტები საქართველოს ისტორიიდან, მოიყვანეს არგუმენტები პოემიდან. სასამართლო პროცესი შესაბამისი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

five + 1 =