მშობლები სტუმრად! – TIS.GE

მშობლები სტუმრად!

,,კითხვის გაკვეთილი მშობლებთან ერთად’’ — ამ ყოველკვირეული პროექტის ფარგლებში აქტიურად გვსტუმრობენ ჩვენი პირველკლასელების მშობლები, რომლებიც ჩვენს პატარებს უკითხავენ მათთვის საინტერესო მოთხრობებს, ზღაპრებს. პროექტის მიზანია მშობლებთან ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. კითხვასთან ერთად ჩვენი პატარების მშობლები ბავშვებისთვის საინტერესო თემებს განიხილავენ, აწყობენ სხვადასხვა სახალისო თამაშებსა და აქტივობებს.
დიდ მადლობას ვუხდით ყველა მშობელს ასეთი ნაყოფიერი შეხვედრებისთვის.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

6 + 20 =