ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულთა კლუბი – TIS.GE

ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულთა კლუბი

,,თბილისის საერთაშორისო სკოლაში“ ჩამოყალიბდა ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,პარალელი“. კლუბმა განსაზღვრა საქმიანობის წესები, შეიმუშავა პროგრამა და სამოქმედო გეგმა. კლუბის მიზანია წიგნის მოყვარული მოსწავლეების გაერთიანება, კლასიკოსი და თანამედროვე ავტორების ტექსტების გაცნობა-გააზრება და ინტერპრეტაცია ისტორიულ ჭრილში; კლუბი ითვალისწინებს თემატური ექსკურსიების მოწყობას, შეხვედრებს თანამედროვე ავტორებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, დებატებისა და პრეზენტაციების ჩატარებას და სხვ.
პირველ შეხედრაზე კლუბის წევრებმა განიხილეს თანამედროვე ავღანელი ავტორის ჰალიდ ჰოსეინის ცნობილი რომანი ,,ათასი მოელვარე მზე’’, ისაუბრეს XX საუკუნის ავღანეთის ისტორიაზე და ავღანელ ქალთა უფლებებზე XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ პედაგოგები: თამარ მახარაშვილი და ნათია რიჟამაძე.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ten − seven =