სივრცითი გეომეტრიული ფიგურები

სწავლების პროცესის წახალისების მიზნით III-ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი ,,სივრცითი გეომეტრიული ფიგურები”. მოსწავლეებს ჰქონდათ დავალება ამოეცნოთ ეს ფიგურები ხელოვნების ნიმუშებში, ილუსტრაციებსა და ყოფითი დანიშნულების საგნებში. ბავშვებმა მოიძიეს სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მოდელები, ისეთი ყოფითი დანიშნულების საგნები, რომელთაც აქვთ სივრცითი გეომეტრიული ფიგურების ფორმა და შექმნეს პროექტი.
მსგავსი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სივრცითი აზროვნების განვითარებას, სივრცითი აზროვნება კი პიროვნების ინტელექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *