მოსწავლეთა მობილობას I–XI კლასების ჩათვლით!!!

შპს ,,თბილისის საერთაშორისო სკოლა“ აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას I–XI კლასების ჩათვლით!!!

,,თბილისის საერთაშორისო სკოლა’’ დიდ დიღომში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ფუნქციონირებს. სკოლა თავის სასწავლო პროგრამებს ამდიდრებს უახლესი ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სწავლების მეთოდების გამოყენებით.
,,თბილისის საერთაშორისო სკოლა’’ ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია. ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეები I-დან XII კლასების ჩათვლით ემზადებიან და ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის ინგლისურის გამოცდებს. პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით ყოველწლიურად გადიან ბრიტანეთის საბჭოში კემბრიჯის ინგლისური ენის მოდულებს.
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ მოსწავლეზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა – დიდი და ნათელი საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერული კლასები, საკონფერენციო დარბაზი, საცეკვაო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, საგამოფენო სივრცე. ,,თბილისის საერთაშორისო სკოლაში’’ მოსწავლეები ხალისითა და თამაშით სწავლობენ, ხოლო მათ მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები და ფსიქოლოგები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ინგლისურის გარდა სხვა უცხო ენები (გერმანული, ფრანგული, ესპანური, რუსული), დაეუფლონ სპორტის სახეობებს, მათ შორის ჭადრაკს, ქართულ და თანამედროვე, სამეჯლისო ცეკვებს; განუვითარდეთ აკადემიური, სააზროვნო, ლიდერობის, შემოქმედებითი და გუნდური უნარები. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ვთავაზობთ უფასო ორჯერად კვებას, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი სივრცე კვებისა და დასვენებისათვის.
შპს ,,თბილისის საერთასორისო სკოლის“ მოსწავლეების მშობლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ შვილების ყოველდღიურ განვითარებას მართვის საინფორმაციო სისტემური პროგრამის გამოყენებით, ასევე თვეში ერთხელ საშუალება აქვთ მიიღონ ნიშნების ფურცელი, სადაც ასახულია მოსწავლის როგორც აკადემიური მოსწრება, ასევე გაცდენები, შეფასებები და ა.შ.
სკოლაში არცერთ მოსწავლეს არ დასჭირდება რეპეტიტორი, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური პროგრამით განხორციელდება სწავლება.
,,თბილისის საერთაშორისო სკოლის“ ყველა მოსწავლე ვალდებულია სკოლაში იაროს ფორმით, რაც მოსწავლეებს აჩვევს წესრიგსა და დისციპლინას.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *