ღონისძიება „საქართველოსთვის თავდადებული”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა სამუშია თბილისის საერთაშორისო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სახელწოდებით – „საქართველოსთვის თავდადებული” დაესწრო.

მოსწავლეებმა ქართველი მეფეები გაიხსენეს და მათ გმირობებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, ჯაბა სამუშიამ ბავშვებს მეფეების ცხოვრებიდან ნაკლებად ცნობილი ისტორიები გააცნო და პატარების კითხვებს უპასუხა.
როგორც სკოლის დირექტორმა, მაია კუპრაშვილმა აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები ხშირად იმართება, რაც მოსწავლეების განათლებისა და ინფორმაციულობის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *