თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია!

თბილისის საერთაშორისო სკოლა ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალური პარტნიორია!
2016 და 2017 წელს თბილისის საერთაშორისო სკოლამ წლის განმავლობაში ბრიტანეთის საბჭოს ეგიდით ჩატარებულ კემბრიჯის გამოცდებში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობისა და წარმატებების გათვალისწინებით თბილისის საერთაშორისო სკოლა ოფიციალურად გაწევრიანდა Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამაში და შეურთდა ორგანიზაციათა ექსკლუზიურ ჯგუფს, რომლებიც თანამშრომლობენ ბრიტანეთის საბჭოსთან.
ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული პროგრამის შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კემბრიჯის ინგლისურის ტესტებსა და შემდეგ გამოცდებს YLE, KET, KET for Schools, PET, PET for Schools, FCE, FCE for Schools, CAE, CPE, BEC, ILEC და TKT.
Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო სკოლის პედაგოგები პროფესიული განვითარების მიზნით ბრიტანეთის საბჭოში ყოველწლირად გაივლიან კემბრიჯის ინგლისურის მოდულებს – სწავლების უნარის ტესტებს (TKT).
ბრიტანეთის საბჭოს Addvantage-ს პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში:
ბრიტანეთის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.britishcouncil.org/ge განთავსდება თბილისის საერთაშორისო სკოლის სახელი კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსის პროვაიდერის სტატუსით;
თბილისის საერთაშორისო სკოლას მიენიჭა უფლება, Advantage-ისა და კემბრიჯის ინგლისურის ლოგოს გამოყენებისა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დოკუმენტაციაზე, სარეკლამო მასალებსა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელი გადასცემს გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატებს თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;
ბრიტანეთის საბჭო წლის განმავლობაში ორ პრეზენტაციას ჩაატარებს თბილისის საერთაშორისო სკოლაში გამოცდების შესახებ.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *