გაიცანი შენი პროფესია

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვლადიმერ ძნელაძემ სამაჟორიტარო ბიუროსთან და თბილისის საერთაშორისო სკოლასთან ერთად ახალი პროექტი „გაიცანი შენი პროფესია“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, დეპუტატი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, მათ პირადი გამოცდილება გაუზიარა და პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში დაეხმარება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია’’, – აღნიშნა ვლადიმერ ძნელაძემ.

საპილოტე პროექტი აპრილში დაიწყება და ის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა განსაზღვრული.
პროექტი „გაიცანი შენი პროფესია“ სკოლის მოსწავლეების კერძო და საჯარო სტრუქტურებში გადანაწილებას გულისხმობს, სადაც ახალგაზრდები რამდენიმედღიან პრაქტიკას გაივლიან და მათთვის საინტერესო სამუშაოს სპეციფიკას გაეცნობიან.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *